Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა მე-10 საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2024 წლის 16-17 აპრილს გაიმართება სტუდენტთა მე-10 საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სწავლების სამივე საფეხურის  სტუდენტს ფაკულტეტის აკადემიური ან მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.

სტუდენტურ კონფერენციაზე იმუშავებს 4 სექცია:

  1. ურბანიზაცია და მისი შედეგები თანამედროვე საქართველოში (მწვანე პოლიტიკა, ტრანსპორტი, ადაპტირება, მობილობა და სხვა);
  2. ეთიკა საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  3. ერი-სახელმწიფო რეგიონულ  და გლობალურ კონტექსტში: შემთხვევათა შესწავლა;
  4. ვირტუალური (თანა)საზოგადოებებისა და კომუნიკაციის ეფექტები ქართულ რეალობაში.

მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 10 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: socpol.science@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიუთითონ „სტუდენტური საფაკულტეტო კონფერენცია“. მიმოწერაში (CC-ში) ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაგვიდასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას.

აბსტრაქტის შერჩევის შედეგები ავტორებს ელფოსტაზე ეცნობებათ  არაუგვიანეს 22 მარტისა.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge .